დონეცკში „სახალხო არმიის“ შენაერთებმა სატანკო შეტევა მოიგერიეს

საინფორმაციო სააგენტო ,,იტარ-ტასის” ინფორმაციით, დონეცკის ოლქში, ქალაქ იასინოვატაიასთან „სახალხო არმიის“ სამხედრო შენაერთებმა უკრაინის არმიის სატანკო ბრიგადის შეტევა მოიგერიეს, ამის შესახებ მედიას თვითგამოცხადებული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა იგორ სტრელკოვმა გააცნო.
მისი განცხადებით, ხუთშაბათს საღამოს ქალაქში რამდენიმე ტანკი და ჯავშანტრასპორტიორი შემოიჭრა, რომლებიც ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებით შეაჩერეს. ამჟამად დამწვარია ორი ტანკი, რამდენიმე ჯავშანმანქანამ უკან დაიხია და დისლოკაციის ადგილს დაუბრუნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები