ბიბილოვმა ე.წ. თავდაცვის მინისტრად 2008 წლის ომში მონაწილე პირი დანიშნა
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა ე.წ. თავდაცვის მინისტრად ვლადიმერ პუხაევი დანიშნა.
პუხაევი 10 აპრილის ე.წ. არჩევნებში დე ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატი იყო.
გასულ კვირას, ე.წ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ბიბილოვმა ე.წ.საკადრო ცვლილებები დააანონსა.
პუხაევის წარდგენისას ბიბილოვმა თქვა, “ყველას უნდა გვესმოდეს, რომ შეიარაღებული ძალები ვინმეს პირადი ჯარი არ არის, შეიარაღებული ძალები ხალხის არმიაა“.
ვლადიმერ პუხაევი 2008 წლის ომის მონაწილეა, რისთვისაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო აქვს მიღებული.