რატი იონათამიშვილი: “ნაცმოძრაობის” მხარდამჭერებმაც კი ვერ ვერ გაიგეს, რას ემსახურებოდა მათი ფარული გაპარვა უკრაინაში
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” წევრების უკრაინაში ვიზიტს გამოეხმაურა.
„ფაქტობრივად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ ჟესტით საკუთარი აბსურდული და დესტრუქციული კონტექსტის ლუსტრირება მოახდინა. მათმა მხარდამჭერებმაც კი ვერ ვერ გაიგეს, რას ემსახურებოდა მათი ასეთი ფარული გაპარვა უკრაინაში მაშინ, როდესაც საქართველოს პარლამენტის დელეგაცია საკმაოდ მაღალ დონეზე იმყოფებოდა უკრაინაში და უმნიშვნელოვანესი ვიზიტი გვქონდა“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.