ხათუნა სამნიძე: ეს იყო სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოს და უკრაინის ურთიერთობის აღდგენის თვალსაზრისით
“ეს იყო სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოს და უკრაინის ურთიერთობის აღდგენის თვალსაზრისით”,- ასე აფასებს “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე საპარლამენტო დელეგაციის უკრაინაში ვიზიტს.
სამნიძე ფიქრობს, რომ ვიზიტი ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებას ხელს შეუწყობს.
“ეს იყო სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოს და უკრაინის ურთიერთობის აღდგენის თვალსაზრისით. ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული ჩვენი ხელისუფლების მხრიდან, ეს ურთიერთობის გაფუჭების პროცესი ღრმავდებოდა, ამიტომ ასეთი ვიზიტი და შეხვედრა, ასეთი საუბარი და ასევე პირისპირ შეხვედრა ორივე სპიკერის ცალკე და ყველა პრობლემური საკითხის განხილვა, რაც აქამდე იდგა დღის წესრიგში, არის სერიოზული გარღვევა იმისთვის, რომ განვითარდეს და თავიდან დაიწყოს ჩვენი ურთიერთობები. ეს იყო დასტური სოლიდარობის, სამძიმრის გამოთქმის და მომავალი მხარდამხარ მუშაობის ჩვენს უკრაინელ პარტნიორებთან ერთად”, – აცხადებს სამნიძე.