თამთა მეგრელიშვილი – ამ ფონზე საქართველომ უკრაინასთან კიდევ ერთხელ დაამტკიცა მტკიცე მეგობრობა და ღირსეული დელეგაციით მიდის

თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტი ბაიდენის ვიზიტი უკრაინაში არ იგეგმება, გერმანიის პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ნაცვლად, უკრაინაში კანცლერი, ოლაფ შოლცი მიდის. ემანუელ მაკრონი უკრაინაში არ ჩადის, – ამის შესახებ საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტი ბაიდენის ვიზიტი უკრაინაში არ იგეგმება; გერმანიის პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ნაცვლად, უკრაინაში კანცლერი, ოლაფ შოლცი მიდის; ემანუელ მაკრონი უკრაინაში არ ჩადის.

ამ ფონზე საქართველომ უკრაინასთან კიდევ ერთხელ დაამტკიცა მტკიცე მეგობრობა და ღირსეული დელეგაციით მიდის.

– კიდევ არის რამე კითხვები?! წესით არა!“, – წერს მეგრელიშვილი facebook – ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები