შემოდგომაზე აფრიკული ებოლას ვაქცინას ადამიანებზე გამოცდიან (ვიდეო)
ნიუ-იორკში თითქმის დამთავრებულია მუშაობა ებოლას წინააღმდეგ შექმნილ ექსპერიმენტალურ ვაქცინაზე. როგორც უკვე ვიცით, დაავადებამ აფრიკაში კატასტროფულ მასშტაბებს მიაღწია. დროული პრევენციული ზომების მიღების შემდეგ შესაძლოა, ეპიდემია ევროპის კონტინენტს არ შეეხოს.
ამერიკის ,,ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტის” განცხადებით, ვაქცინაზე მუშაობა დასრულებულია და სექტემბერში მას ადამიანებზე გამოსცდიან. როგორც ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფოზი აცხადებს, ვაქცინაზე უკვე რამდენიმე წელია ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს და ის თავის შედეგებს მალე გვაჩვენებს.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=iO9ZXAXg3Sk” width=”560″ height=”315″]