ამერიკის სენატში ობამას ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. რესპუბლიკების ტერორისტულ ზონად გამოცხადება მოსთხოვეს
19 რესპუბლიკელმა სენატორმა ამერიკის პრეზიდენტს ბარაკ ობამას ლუგანსკის და დონეცკის რესპუბლიკების ,,ტერორისტულ ზონებად და ორგანიზაციებად გამოცხადება” და მათი, როგორც კანონგარეშე ტერიტორიული ერთეულების, შავ სიაში შეყვანა მოსთხოვეს. ამის შესახებ მათ სენატში ხუთშაბათს საღამოს განაცხადეს.
,,ჩვენ მოგიწოდებთ აღმოსავლეთ უკრაინაში არსებულ ეგრეთ წოდებულ ლუგანსკის და დონეცკის რესპუბლიკებს მისცეთ ტერორისტული ზონების და ორგანიზაციების სტატუსი, სადაც მობილიზებულნი არიან პრორუსულად განწყობილი სეპარატისტები”, – განაცხადეს სენატორებმა. ასეთი განცხადების შემდეგ თეთრი სახლი რუსეთთან ურთიერთობის გართულებას არ გამორიცხავს.