ისრაელის არმია ღაზას სექტორში 72 საათით შეაჩერებს ცეცხლს

დღეს დილის 9 საათიდან ისრაელის არმია 72 საათით ღაზას სექტორში აჩერებს ყველა სამხედრო ოპერაციას და ჰუმანიტარულ კორიდორებს ქმნის. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას.
შეგახსენებთ, რომ ბოლო ორის დღის მანძილზე ისრაელის სპეცდანიშნულების სამხედრო შენაერთები ტერორისტების მიერ მოწყობილი შიდა საკომუნიკაციო სქემების განადგურებით იყვნენ დაკავებულები. აღსანიშნავია, რომ 72- საათიანი სამშვიდობო მოლაპარაკება უშუალოდ გაეროს და ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატთა დაჟინებული მოთხოვნის შედეგია, რაზეც ისრაელის მთავრობამ თანხმობა განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები