“დონბასისთვის ბრძოლა მძიმე იქნება” – ზელენსკის ოფისი მშვიდობიან მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში ყველა მცხოვრებს ევაკუაციისკენ მოუწოდა, რადგან, მისი თქმით, დონბასისთვის ბრძოლა მძიმე იქნება.

ამის შესახებ ერმაკმა ტელეგრამის არხზე დაწერა.

„ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონებიდან მოსახლეობას დღეს ნამდვილად სჭირდება ევაკუაცია“, – ხაზგასმით აღნიშნა ერმაკმა.

მისი თქმით, „მკაფიოდ უნდა გესმოდეთ, რომ რუსეთი აგროვებს ძალებს და საცხოვრებელ რაიონებს ბომბავს. ისინი მზად არიან, მოკლან მშვიდობიანი მოქალაქეები, გამოიყენონ ისინი ცოცხალ ფარად. დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებისთვის ბრძოლა მძიმე იქნება და მშვიდობიანმა მოსახლეობამ უნდა დატოვოს იქაურობა. ნუ დააყოვნებთ, ხელისუფლება ევაკუაციისთვის ყველაფერს აკეთებს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები