პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებად ლაშა ტუღუში და ვასილ მაღლაფერიძე აირჩია

პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებად 108 ხმით, ერთხმად, ლაშა ტუღუში და 83 ხმით, 19-ის წინააღმდეგ, ვასილ მაღლაფერიძე აირჩია.

პარლამენტის ინფორმაციით, ლაშა ტუღუშის კანდიდატურა წარდგენილი იყო საქართველოს სახალხო დამცველის მიერ, ხოლო ვასილ მაღლაფერიძის კანდიდატურა – ფრაქცია „ქართულმა ოცნების მიერ”. პარლამენტმა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას” მიერ წარდგენილ ლიკა შავგულიძის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები