კიევის მახლობლად, შენობის სარდაფში, ცეცხლსასროლი იარაღიდან მოკლული 6 ადამიანის ცხედარი იპოვეს
კიევის მახლობლად, შენობის სარდაფში, ცეცხლსასროლი იარაღიდან მოკლული 6 ადამიანის ცხედარი იპოვეს, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN უკრაინის გენერალურ პროკურატურზე დაყრდნობით ავრცელებს.
პროკურორის ინფორმაციით, მკვლელობები დედაქალაქ კიევის სიახლოვეს, ქალაქ ბროვარში მოხდა.
”კერძო საცხოვრებლის შემოწმების დროს, სარდაფში, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით, 6 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს”, – განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.