“მარიუპოლში ქიმიური მომწამვლელი ნივთიერების გავრცელების შედეგად დაზარალებულთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”

აზოვის პოლკის ცნობით, მარიუპოლში უცნობი წარმოშობის მომწამვლელი ნივთიერების გავრცელების შედეგად დაზარალებულთა მდგომარეობა შედარებით დამაკმაყოფილებელია.

მათივე ცნობით, მშვიდობიანი მოსახლეობის კონტაქტი ნივთიერებასთან მინიმალური იყო, რადგან დაზიანების ეპიცენტრი ხალხის ადგილსამყოფელიდან დაშორებით მდებარეობდა.

”გუშინ ოკუპანტებმა გაუშვეს დაუდგენელი შემადგენლობის მომწამვლელი ნივთიერება მარიუპოლში. თავდასხმის ეპიცენტრი ხალხთან ახლოს არ იყო, შესაბამისად, მომწამვლელ ნივთიერებასთან კონტაქტი მინიმალური აღმოჩნდა, რამაც მათი სიცოცხლე გადაარჩინა. ამ დროისთვის შეუძლებელია ანალიზი, რა ნივთიერებამ მოწამლა ადამიანები, რადგან ვიმყოფებით ბლოკადაში, თავდასხმის ეპიცენტრი კი რუსული ცეცხლის ქვეშ არის. მათ მტკიცებულებების წაშლა სურთ. გასაკვირია, რომ, მიუხედავად რუსების მიერ მარიუპოლში მოკლული ათასობით მშვიდობიანი მოქალაქისა, ჩვენზე ყველა მხოლოდ ქიმიური თავდასხმის შემდეგ ალაპარაკდა. ქალაქი ყოველდღიურად არის თავდასხმის ობიექტი ჰაერიდან, ზღვიდან, ცეცხლსატყორცნი სისტემებიდან, არტილერიით თუ ფოსფორით“, — განაცხადა ”აზოვის“ პოლკის მეთაურმა დენის პროკოპენკომ.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები