ოკუპირებული აფხაზეთიდან პოლიტოლოგებს, რომლებიც “რესპუბლიკის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებენ”, გააძევებენ

 

“აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ყურადღებას ამახვილებს სხვადასხვა პოლიტოლოგის განცხადებაზე, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ აფხაზეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას”, – ნათქვამია ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

„აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა უდავოა და არ შეიძლება, იყოს განხილვის საგანი. ასეთი პუბლიკაციები რუსეთ-აფხაზეთის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობებისთვის, ნეგატიური ფონის შექმნის არაპერსპექტიულ მიზანს ისახავს.

ვამცნობთ ყველა დაინტერესებულ მხარეს – აფხაზეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის ურთიერთობები სტრატეგიულ ხასიათს ატარებს, რომელიც ძმური კავშირების მყარ საფუძველზეა დამყარებული და გადახედვას არ ექვემდებარება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ, “ჩვენი ქვეყნის ირგვლივ ნეგატიური საინფორმაციო ფონის შექმნის მცდელობის გაგრძელების შემთხვევაში, აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტოვებს უფლებას მიკერძოებული პოლიტოლოგების მიმართ „პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადების მექანიზმის გამოყენებასთან დაკავშირებით”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები