სააკაშვილი: ცხინვალშიც კი იგრძნეს რუსეთის დასუსტება – ერთი მუჭა, იქ დარჩენილი ხალხი პუტინის რჩეულს ღიად აუჯანყდა

ცხინვალშიც კი იგრძნეს რუსეთის დასუსტება, ეს ამბავი მათ იმ მებრძოლებმა ჩამოუტანეს, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიიდან გაიწვიეს უკრაინაში, ადგილზე კი ბრძოლაზე უარი თქვეს და უკან ჩამოვიდნენ, – წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმარი მიხეილ სააკაშვილი.

მისი თქმით, რუსული გემი იძირება.

“ერთი მუჭა, იქ დარჩენილი ხალხი პუტინის რჩეულს ღიად აუჯანყდა. მას შემდეგ, რაც რუსეთის არმია კატასტროფულად დამარცხდება ამჯერად დონბასში, უკვე ყველა მიხვდება, მათ შორის, საქართველო, რომ რუსული გემი იძირება. ძალიან, ძალიან დიდი ცვლილებებია წინ”, – წერს სააკაშვილი “ფეისბუქზე” გამოქვეყნებულ პოსტში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები