უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მარიუპოლში ათობით ათასი ადამიანი დაიღუპა.
მისი თქმით, რუსებს სურთ, რომ ის „დემონსტრაციულად განადგურებულ ქალაქად“ აქციონ.
ამის შესახებ მან სამხრეთ კორეის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა.
“ყველაზე ცუდი ვითარებაა მარიუპოლში… მარიუპოლი განადგურებულია. იქ ათი ათასობით დაღუპულია. მაგრამ, ამის მიუხედავად, რუსები არ წყვეტენ შეტევით ოპერაციას. მათ სურთ, მარიუპოლი დემონსტრაციულად განადგურებულ ქალაქად აქციონ”, – ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.
მარიუპოლი რუსი ოკუპანტების მიერ 1-ლი მარტიდან არის ბლოკირებული.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge