უკრაინის 14 რეგიონში სასწავლო პროცესი დისტანციურად გრძელდება, ერთში შეჩერდა

უკრაინის 14 რეგიონში სასწავლო პროცესი დისტანციურ ფორმატში გრძელდება, ერთში კი, სადაც ვითარება ყველაზე დაძაბულია, საგანმანათლებლო პროცესი შეჩერებულია.

ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის განათლების სამინისტრო ავრცელებს.

კერძოდ, როგორც უწყებაში განმარტავენ, 14 რეგიონის ყველა სკოლა სასწავლო პროცესს დისტანციურად აგრძელებს; ერთში მოსწავლეები გაკვეთილებს საკლასო ოთახებში, დისტანციურად,ან შერეულად ესწრებიან; ოთხ რეგიონში ნაწილობრივ დისტანციური სწავლებაა ან არდადეგები; სამი რეგიონის სკოლებში ნაწილობრივ ორგანიზებულია დისტანციური პროცესი ან სწავლა შეჩერებულია; ერთ რეგიონში, სადაც ვითარება კვლავ დაძაბულია, სასწავლო პროცესი შეჩერებულია.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები