მამუკა მდინარაძე: კითხვარი, რომელიც უნდა შეივსოს, არის ერთ-ერთი შემდეგი საფეხური საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის გზაზე, რომელსაც წარმატებით მივყვებით

“დღეს ისტორიული დღეა”, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე საპასუხოდ კითხვარის გადმოცემის საკითხს.

მდინარაძის შეფასებით, ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკითხების შესრულებაში საქართველო მოწინავეა.

„დღეს ისტორიული დღეა. კითხვარი, რომელიც უნდა შეივსოს, ერთი მხრივ, ვიღაცას შესაძლოა, მხოლოდ ფორმალურ დოკუმენტად მოეჩვენოს, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი შემდეგი საფეხური საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის გზაზე, რომელსაც ჩვენ წარმატებით მივყვებით. ყველა აღიარებს, ვინც ობიექტურად ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადებებს აკეთებს, რომ ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკითხების შესრულებაში საქართველო მოწინავეა.

ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი პოზიტიური ნაბიჯია იმ გზაზე, რასაც საქართველოს ევროპაში ინტეგრაცია ჰქვია. დასტურია იმისა, რომ საქართველოს დიდი ხანია არჩეული აქვს თავისი ხვალინდელი დღე, მომავალი და ეს არის ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა“, – განაცხადა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები