მამუკა მდინარაძე: არავის აქვს უკრაინაში ჩასვლის პრობლემა, საპარლამენტო უმრავლესობა მზადაა, რამდენიმე ადამიანი წავიდეს უკრაინაში და დამატებით გამოთქვამს სამძიმარი

“არავის აქვს უკრაინაში ჩასვლის პრობლემა. საპარლამენტო უმრავლესობა მზადაა დღესვე, ხვალვე, როცა პროტოკოლურად შეთანხმდება ეს საკითხი, რამდენიმე ადამიანი წავიდეს უკრაინაში და დამატებით გამოთქვამს სამძიმარი”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძე პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის უკრაინაში მიწვევის საკითხსაც გამოეხმაურა.

“რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტს – ეს დამატებითი პოლიტიკური დატვირთვის მატარებელია, მან რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც მოტანილ არცერთ კითხვაზე პასუხი არ მიგვიღია. პასუხი დღემდე არ მიგვიღია ჩვენი მეგობარი ქვეყნისგან, რატომ დაგვაბრალეს გადაუმოწმებლად, თითქოს, საქართველო ამ ვითარებაში მოლაპარაკებებს აწარმოებდა ოკუპანტ რუსეთთან, რატომ დაგვაბრალეს ისეთი ამორალური რამ, რასაც იარაღის კონტრაბანდა ჰქვია. რატომ გაიწვიეს ელჩი, როდესაც საქართველოს მხარდაჭერა უპრეცედენტოა.

საქართველო ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე უპრეცედენტო, შესაძლებლობების მაქსიმუმის ზღვარზე უჭერს მხარს უკრაინას და ამ ყველაფრის ფონზე რატომ განხორციელდება დემარში? ამ ყველაფერზე პასუხი, ჯერჯერობით, არ მიგვიღია და ამაზე იქნება დამოკიდებული საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი. მას ასევე არ აქვს პრობლემა ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები