გიორგი ამილახვარი: დიდი იმედი გვაქვს, რომ პროცესი საქართველოსთვის, ძალიან მალე, გამარჯვებით დასრულდება, რაც ევროკავშირის სრულფასოვან წევრობას ნიშნავს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე საპასუხოდ კითხვარის მიღება არის დასაწყისი იმ დიდი ისტორიული პროცესის, რომელსაც ევროკავშირის სრულყოფილი წევრობა ჰქვია.

ამილახვარი იმედოვნებს, რომ პროცესი საქართველოსთვის გამარჯვებით დასრულდება.

“ეს არის დასაწყისი იმ დიდი ისტორიული პროცესის, რომელსაც ჰქვია ევროკავშირში სრულყოფილი წევრობა. თანამშრომლობა მიდის ინტენსიურ რეჟიმში ევროკავშირის წარმომადგენლებთან და კოლეგებთან. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი ძალიან მალე დასრულდება ქვეყნისთვის გამარჯვებით, რაც ნიშნავს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობას“, – აღნიშნა ამილახვარმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები