საფრანგეთი უკრაინას რუსეთის მიერ ომის დანაშაულების გამოძიებაში დაეხმარება
საფრანგეთი უკრაინას რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების დოკუმენტირებასა და გამოძიებაში დაეხმარება.
უკრაინაში საფრანგეთის ელჩის, ეტიენ დე პონსენის განცხადებით, ლვოვში უკვე ჩავიდნენ ტექნიკური და სამეცნიერო დანაყოფის ფრანგი ჟანდარმები.
„საფრანგეთი პირველი ქვეყანაა, რომელიც უკრაინას ამ ტიპის დახმარებას გაუწევს“, – აცხადებს დე პონსენი.
უკრაინა რუსეთს კიევის გარშემო ოკუპირებულ ქალაქებში – ბუჩაში, ჰოსტომელში, ირპენსა და ბოროდიანკაში – ომის დანაშაულების ჩადენაში ადანაშაულებს.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge