ბექა დავითულიანი: არ მგონია, საქართველოს უკრაინაში ჩასვლის პრობლემა ჰქონდეს
“არ მგონია, საქართველოს უკრაინაში ჩასვლის პრობლემა ჰქონდეს. ვნახოთ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო, შესაძლებლობების ფარგლებში, უკრაინის გამარჯვებისთვის ყველაფერს გააკეთებს.
„მეგობრული ურთიერთობების სხვა ფორმები არსებობს. ელჩის გაწვევის ფონზე, ვითომ და, დაზვერვის ინფორმაციის უპასუხისმგებლოდ გავრცელების ფონზე, გვინდა ან გვინდა, ურთიერთობები ცოტა უხერხულ მდგომარეობაშია. რა თქმა უნდა, უკრაინა მეგობარი ქვეყანაა, რა თქმა უნდა, უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და გაიმარჯვებს. რა თქმა უნდა, საქართველო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მის ხელთ არსებული ყველა რესურსით ამაში ხელი შეუწყოს“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.