რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ყოფილი მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში, ანდრეი ილარიონოვი მიიჩნევს, რომ რუსულ ნავთობსა და გაზზე სრული ემბარგოს დაწესებამ უკრაინაში ომი შესაძლოა, ერთ ორ თვეში დაასრულოს.
ამის შესახებ BBC წერს.
მისი თქმით, “თუ დასავლეთის ქვეყნები რუსეთისთვის რეალური ემბარგოს დაწესებას შეეცდებიან, მე ვიტყოდი, რომ, ალბათ, ერთ-ორ თვეში უკრაინაში სამხედრო ოპერაციები შეჩერდება. ეს არის ერთ-ერთი ძალიან ეფექტური ინსტრუმენტი, რომელიც დასავლეთის ქვეყნებს დღემდე აქვთ”.
როგორც აღნიშნულია, მიუხედავად იმისა, რომ ევროპა რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობს, რუსული გაზისა და ნავთობის შეძენა მაინც გრძელდება.
რუსეთის სახელმწიფო ხარჯის 36% ნავთობიდან და გაზიდან შესული შემოსავალია. რუსეთში ამ შემოსავლის დიდი ნაწილი ევროკავშირიდან შედის. ევროპა რუსული გაზის 40%, ხოლო ნავთობის 27%-ის იმპორტიორია.
ილარიონოვის თქმით, სხვა ქვეყნების მიერ რუსული ენერგორესურსების შემცირების “საფრთხეს” მოსკოვი „სერიოზულად არ ეკიდება“.
ამავდროულად, მან რუსეთში ხელისუფლების შეცვლას “ადრე თუ გვიან” გარდაუვალი უწოდა, ხოლო, მისი თქმით, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში შეუძლებელია, ქვეყანას პოზიტიური მომავალი ჰქონდეს.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge