დმიტრო კულება: მოსკოვი ამზადებს მასობრივ საინფორმაციო კამპანიას, რომელიც მიმართული იქნება უცხოური მედიისა და პოლიტიკოსებისკენ
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, რუსეთმა იცის, რომ იარაღით მომარაგება უკრაინისთვის არსებითია და მთელი ძალის მობილიზებას ახდენს ამ პროცესისთვის ძირის გამოსათხრელად.
მისი თქმით, მოსკოვი ამზადებს მასობრივ საინფორმაციო კამპანიას, რომელიც მიმართული იქნება უცხოური მედიისა და პოლიტიკოსებისკენ.
”რუსეთის „ტროლების ქარხანამ” შეიძლება, „სპამები” გაგზავნოს მეილებზე და გაავრცელოს უკრაინის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციული ხასიათის კომენტარები. არ წამოეგოთ!“, – წერს კულება.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge