უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს კიევში, ეკლესიაში გადაასვენებენ
უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს, 49 წლის დავით მენაბდიშვილსა და 21 წლის ნიკოლოზ შანავას კიევში, ეკლესიაში გადაასვენებენ.
არსებული ინფორმაციით, კიევში გადაიყვანეს დაჭრილებიც.
გმირულად დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში გადმოასვენებენ.
შეგახსენებთ, დავით მენაბდიშვილი და ნიკოლოზ შანავა ბატალიონ “კარპატსკა სიჩის” მებრძოლები იყვნენ და იმ დროს დაიღუპნენ, როცა რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვთან მდებარე ერთ-ერთი დასახლება დაბომბეს.
ცნობისთვის, უკრაინაში საომარ მოქმედებებს უკვე 6 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge