ოლაფ შოლცი: მაკრონთან ერთად ვცდილობ, პუტინს ფრონტზე არსებულ ვითარებაზე ჭეშმარიტი ინფორმაცია მივაწოდო

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთად ცდილობს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ომის რეალური სურათი აჩვენოს.

ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

შოლცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის ბედს მხოლოდ უკრაინელები წყვეტენ, არავინ ცდილობს მათ ჩანაცვლებას კრემლთან მოლაპარაკებებში, მაგრამ დასავლეთი ცდილობს კიევს მხარი დაუჭიროს მოლაპარაკების პოზიციების გასაძლიერებლად, მათ შორის ფინანსური კუთხით, იარაღის მიწოდებით და უფრო მკაცრი სანქციებით.

„ჩვენ ვსარგებლობთ შემთხვევით, რომ პუტინს მივაწოდოთ ჭეშმარიტი ინფორმაცია დაღუპული რუსი ჯარისკაცების რაოდენობის შესახებ – ეს დიდ შედეგებს მოიტანს რუსეთის არმიისთვის; რუსული იარაღის განადგურების მასშტაბებზე, რომლის გამოყენებაც აღარ იქნება შესაძლებელი; რომ მისი გეგმები არ სრულდება ისე, როგორც მას სურდა. ეს ის ინფორმაციაა, რომელსაც ის, ალბათ, ახლო წრიდან არ იღებს“, – განაცხადა გერმანიის მთავრობის მეთაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები