პოროშენკო: უკრაინის არმია აღმოსავლეთის მიმართულებით წინ მიიწევს
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ კმაყოფილებით აღნიშნა, რომ ქვეყნის პარლამენტი გაგებით მოეკიდა აღმოსავლეთ რეგიონებში არსებულ უმძიმეს სიტუაციას და 2014 წლის ბიუჯეტში სეკვესტრირების პროგრამას დაუჭირა მხარი. ამის შესახებ მან პირველად რადაში გამოსვლის დროს აღნიშნა.
,,ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონში სამხედრო ოპერაციების ჩასატარებლად ყოველდღე ვხარჯავთ დაახლოებით 70 მილიონ გრივნას (6 მილიონი დოლარი), ამიტომ რადას მხარდაჭერა ჩვენთვის აუცილებელია”, – განაცხადა პრეზიდენტმა. მისივე თქმით, ბოლო დღეების მანძილზე უკრაინის ეროვნულმა არმიამ აღმოსავლეთის ფრონტის ყველა უბანზე წინ წაწევა შეძლო.