ირმა ინაშვილი – კახა კალაძეს: მეგობარი ქვეყანა ომში გითრევს, რით ვერ გაიგეთ, რომ ზელენსკი სააკაშვილის მეგობარია

მაოცებს კახი კალაძის კომენტარი. მეგობარი ქვეყანა ომშია და ნეიტრალიტეტზე ამიტომ, თურმე,  არ უნდა ვილაპარაკოთ, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, უკრაინა საქართველოს ომში ითრევს.

„მაოცებს კახი კალაძის კომენტარი. მეგობარი ქვეყანა ომშია და ნეიტრალიტეტზე ამიტომ, თურმე, არ უნდა ვილაპარაკოთ. ამ დროს მეგობარი ქვეყანა ნეიტრალიტეტსაც იხვეწება და პუტინთან შეხვედრასაც.

ეს მეგობარი ქვეყანა ომში გითრევს და რით ვერ გაიგეთ, რომ ზელენსკი სააკაშვილის მეგობარია, არც საქართველოს და არც თავად უკრაინის მეგობარი არ არის. ვიმეორებ: ორი თვის წინ რონ დაეწყო ნეიტრალიტეტზე ლაპარაკი, თავის ქვეყანას ომს ააცილებდა“, – წერს ირმა ინაშვილი Facebook-ზე.

ცნობისთვის, თბილისის მერი კახა კალაძე „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერების მოსკოვში ვიზიტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს მისთვის მიუღებელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები