კახა კალაძე – მოსკოვში “პატრიოტთა ალიანსის” ვიზიტზე: ასეთი ვიზიტები ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია

“რა ნეიტრალიტეტზეა საუბარი მაშინ, როდესაც მეგობარ ქვეყანაში ომია”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „პატრიოტთა ალიანსის” მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

კალაძის თქმით, მსგავსი ვიზიტებით მისთვის მიუღებელია.

„რა ნეიტრალიტეტზეა საუბარი მაშინ, როდესაც მეგობარ ქვეყანაში ომია, ადამიანები იხოცებიან, ქვეყანა ინგრევა, ქალაქები ნადგურდება… ასეთი ვიზიტები ნამდვილად არ არის მისაღები. ჩემთვის პირადად, კატეგორიულად მიუღებელია”, – განაცხადა კალაძემ.

ცნობისათვის, “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლები მოსკოვში შეხვედრებს მართავენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები