რადამ გადადგომის თაობაზე იაცენიუკის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
უკრაინის უმაღლესმა რადამ მხარი არ დაუჭირა პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკის მოთხოვნას გადადგომის თაობაზე. კენჭისყრის შედეგად, 109 დეპუტატი წინააღმდეგი წავიდა, 16-მა კი თანხმობა განაცხადა.
საპარლამენტო კენჭისყრის შემდეგ იაცენიუკმა განაცხადა, რომ ,,მიუხედავად ყველა პრობლემისა, უკრაინას არ გამოუცხადებია დეფოლტი და არც არასოდეს არ გამოაცხადებს”.