უკრაინის რადა: უკრაინელი ხალხი ქართველების მხარდაჭერას გრძნობს
უკრაინის უმაღლესი რადა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ბუჩაში დაღუპულთა ხსოვნისათვის პატივის მისაგებად გამართული აქცია-პერფორმანსისთვის საქართველოს მადლობას უხდის. შესაბამისი განცხადება უკრაინის უმაღლესი რადას “ტვიტერის” გვერდზე გამოქვეყნდა.
„მადლობა, საქართველო! უკრაინელი ხალხი ქართველების მხარდაჭერას გრძნობს“, – აღნიშნულია უკრაინის რადას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
Thank you, #Georgia!
The Ukrainian people feel the support of the Georgians.#StandWithUkraine #StopRussia #StopPutin #Bucha #BuchaGenocide #BuchaMassacre #Irpin pic.twitter.com/rLBeC8a3lP— Verkhovna Rada of Ukraine – Ukrainian Parliament (@ua_parliament) April 6, 2022