ლევან ნიკოლეიშვილი – უკრაინის დაზვერვის განცხადებაზე: გვიჩნდება განცდა, რომ ასეთი განცხადება გამიზნულად გააკეთეს

მთელი რიგი მტკიცებულებების შეგროვებაა საჭირო და თუ ისინი ამას არასერიოზულად მიიჩნევენ, პირიქით, ჩვენ გვიჩნდება განცდა, რომ მათ ასეთი განცხადება გამიზნულად გააკეთეს, – ამის შესახებ ექსპერტმა, ლევან ნიკოლეიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს მიერ გავრცელებულ განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ინფორმაცია, რომელიც გაჟღერდა, დემარშის ტოლფასია.

„რა სახის სამხედრო დანიშნულების კონტრაბანდული ტვირთი შეიძლება ყოფილიყო, რომელმაც შეიძლება ასე დააზიანოს უკრანის სამხედრო პოტენციალი ან პირიქით, გაზარდოს რუსეთის სამხედრო პოტენციალი. სჭირდება თუ არა რუსეთს რეალურად მსგავსი დახმარების მიღება საქართველოს გავლით, ნუთუ ასე უჭირს? ნებისმიერი ნივთი ჭკვიანი ადამიანის ხელში, რომელიც სამხედრო საქმეშია ჩახედული და ტექნიკური მხარე ესმის, შეიძლება იქცეს მომაკვდინებელ იარაღადაც“, – განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა.

ცნობისთვის, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს მიერ გავრცელებული განცხადებით, საერთაშორისო სანქციების დაწესების გამო, რუსეთის ფედერაციამ დაკარგა სამხედრო, ქვესამხედრო და სამოქალაქო საქონლის მიწოდების შესაძლებლობა. სანქციების გვერდის ავლის მიზნით, რუსი აგენტები კონტრაბანდის არხებს ქმნიან, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე გაივლის. აღნიშნულთან დაკავშირებით, სუსმა უკრაინულ მხარეს მოუწოდა, დაუყოვნებლივ მიაწოდონ მათი ინფორმაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები