მამუკა მდინარაძე: სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლების სერიოზული ნაწილი, დღეს „ნაცმოძრაობისა“ და მისი განაჩენით დამნაშავე ლიდერებისგანაა დაკომპლექტებული

სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლების სერიოზული ნაწილი, დღეს „ნაცმოძრაობისა“ და მისი განაჩენით დამნაშავე ლიდერებისგან არის დაკომპლექტებული, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველო-უკრაინის მეგობრობა გრძელდება, თუმცა გამოდის, რომ ეს მეგობრობა ცალმხრივია.

„ამხელა ქვეყნის ხელისუფლების რეფორმების საბჭოს თავმჯდომარე არის მოქმედი პატიმარი, დამნაშავე და მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი. ამხელა ქვეყნის უსაფრთხოების, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სისტემის უფროსის მოადგილედ დაინიშნა მისი კადრი, ლორთქიფანიძე. ამხელა ქვეყნის უმრავლესობის ფრაქციის ხელმძღვანელი არის მისი კადრი, როგორც თავად ამბობს და ადასტურებენ ისინიც. ამხელა ქვეყანაში გენერალურ პროკურორს გვერდით უზის და მრჩევლად ჰყავს ზურაბ ადეიშვილი. სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლების სერიოზული ნაწილი, დღეს „ნაცმოძრაობისა“ და მისი განაჩენით დამნაშავე ლიდერებისგან არის დაკომპლექტებული. ეს არის სამწუხარო რეალობა. ჩვენი მეგობრობა გრძელდება და გაგრძელდება, მაგრამ სამწუხაროდ, ესეც ცალმხრივია, ასე გამოდის. ჩვენ წლების განმავლობაში ამას ვუფრთხილდებოდით ამ ურთიერთობას. ვუფრთხილდებოდით საერთო გასაჭირს, ტკივილს, იქ ყირიმის ტკივილს, აქ ცხინვალის რეგიონის და აფხაზეთის ტკივილს და გამოვიდა რა, დღეს ამ რთულ ვითარებაში, ამ რისკის პირობებში საქართველოზე კეთდება ასეთი განცხადებები“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები