შალვა პაპუაშვილი: მადლობა ალენ სიმონიანს საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის გულთბილი მასპინძლობისთვის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სომხეთის კოლეგას, ალენ სიმონიანს გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობას უხდის.

როგორც პაპუაშვილი „ტვიტერზე“ წერს, ორ ქვეყანას შორის მეგობრული კავშირისთვის გასაგრძელებლად სომხეთის პარლამენტთან მუშაობა კვლავ გაგრძელდება.

„მადლობა ალენ სიმონიანს სომხეთში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის გულთბილად მასპინძლობისთვის. ჩვენ ერთად ვიმუშავებთ საპარლამენტო განზომილებაში, რათა უზრუნველვყოთ ჩვენსა და ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრული კავშირების შემდგომი გაგრძელება ჩვენი ერების საკეთილდღეოდ“, – წერს პაპუაშვილი „ტვიტერზე“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები