პარლამენტში ძალადობის მსხვერპლთა კომპენსაციის წესის დადგენის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ ძალადობის მსხვერპლთა კომპენსაციის წესის დადგენის საკითხთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

საბჭოს თავმჯდომარის, ნინო წილოსანის განცხადებით, სახელმწიფოს მხრიდან კომპენსაციის წესის განსაზღვრა სტამბოლის კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებაა.

„აღნიშნული წესი უნდა დადგენილიყო  2022 წლის 1 იანვრამდე, თუმცა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თხოვნით ვადამ გადაიწია ერთი წლით. იმისთვის, რომ უკვე აღნიშნულ ვადაში დროულად მოხდეს ძალადობის მსხვერპლთა კომპენსაციის წესის განსაზღვრა გენდერული თანასწორობის საბჭო აქტიურად არის ჩართული პროცესში. დღევანდელ შეხვედრაზე ვიმსჯელეთ იმის თაობაზე, თუ რა ფორმის და რა შინაარსის შეიძლება იყოს ეს წესი”, – აღნიშნა გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლები და ექსპერტები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები