შალვა პაპუაშვილი: აშშ-ის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ მიღებული საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი მტკიცე ორმხრივი კავშირის დადასტურებაა
„რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ მიღებული საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი საქართველოსა და აშშ-ის შორის არსებული მტკიცე ორმხრივი კავშირის დადასტურებაა“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე წერს.
„ჩვენ აღვნიშნავთ ორმხრივი ურთიერთობების 30 წლის იუბილეს და დიდად ვაფასებთ განგრძობით მხარდაჭერას“, – ნათქვამია შალვა პაპუაშვილის განცხადებაში.