სტოლტენბერგი: ბუჩას სისასტიკეზე პასუხისმგებელი ყველა პირი უნდა დაისაჯოს

ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში რუსი სამხედროების სისასტიკის ყველა ფაქტი უნდა დადგინდეს და მათზე პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე.

„ყველამ ვნახეთ ბუჩასა და სხვა ქალაქებში, რომლებიც ბოლო დღეებამდე რუსი სამხედროების კონტროლის ქვეშ იყო, მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობის შემზარავი სურათი. ეს არის აუტანელი სისასტიკე, რომელიც ევროპას მრავალი ათწლეულის განმავლობაში არ უნახავს. მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა სამხედრო დანაშაულია. ყველა ფაქტი უნდა დადგინდეს და ამ სისასტიკეზე პასუხისმგებელმა ყველა პირმა პასუხი უნდა აგოს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა დასძინა, რომ ასეთი მასშტაბის სისასტიკე ევროპას მეორე მსოფლიო ომის დროიდან არ უნახავს.

„მოკავშირეები მხარს უჭერენ გამოძიებას, მათ შორის, გაერო-ს და სისხლის სამართლის სასამართლოს ფარგლებში”, – თქვა სტოლტენბერგმა.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები