უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი ვარაუდობს, რომ რუსეთის ომის აქტიური ეტაპი აპრილის შუა რიცხვებში დასრულდება.
ამის შესახებ მან ტელეკომპანია “რადა”-ს ეთერში განაცხადა.
არესტოვიჩმა აღნიშნა, რომ აქტიური ფაზის დასრულების შემდეგ რუსეთის არმიას ექნება ორი ვარიანტი – სამშვიდობო ხელშეკრულება ან ადგილზე დარჩენა, რის შემდეგაც პარტიზანული ომი დაიწყება.
“სამშვიდობო ხელშეკრულებას ჩვენ ვუკარნახებთ”, – თქვა მან.
არესტოვიჩმა ასევე დასძინა, რომ თუ პარტიზანული ომი დაიწყება, მაშინ “ყველას დავხოცავ, თუ არ დათანხმდებიან სამშვიდობო შეთანხმებას. მაგრამ ბევრი ჩვენგანიც დაიღუპება. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს ორი ვარიანტი: დავასრულოთ ისინი მთლიანად მსხვერპლის ფასად თუ სამშვიდობო შეთანხმება გავაფორმოთ. ვნახოთ, რა იქნება და როგორ“.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge