კიევმა მოსკოვს პასუხი მოსთხოვა
საზღვართან მიმდინარე სამხედრო ოპერაციების გამო უკრაინის მთავრობა ქვეყნის საზღვართან სამხედრო ნაწილების მობილიზაციის გამო ოფიციალურ მოსკოვს ახსნა – განმარტებას სთხოვს.
როგორც უკვე ცნობილი გახდა, ბოლო ორი დღის მანძილზე რუსეთ-უკრაინის საზღვართან მობილიზებულია საკმაოდ მსხვილი სამხედრო კონტინგენტი. რუსეთის განმარტებით, მიმდინარეობს არმიის საწვრთნელი ვარჯიშები და ამაში საგანგაშო არაფერია. თუმცა უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მდგომარეობა საზღვართან ბევრად უფრო დაძაბულია, ვიდრე ამის წარმოჩენა რუსეთის მხარეს უნდა.