ბიბილოვი: სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმის ჩატარებას, რუსეთში მხარს უჭერენ

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, ე.წ. რესპუბლიკაში ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების იდეას რუსეთში მხარი დაუჭირეს.

ამის შესახებ მან “რია ნოვოსტი”-სთან საუბარში თქვა.

„შემიძლია ვთქვა, რომ წამყვანი პოლიტიკოსები, პოლიტოლოგები სრულად უჭერენ მხარს ამ იდეას, აფასებენ ამ განცხადებას და მათ მშვენივრად იციან, რომ ეს რეალურად ძალიან მნიშვნელოვანია მთელი ოსეთის ხალხისთვის“, – განაცხადა მან.

ბიბილოვის თქმით, ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს „სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებმა, სენატორებმა, იმ სერიოზულმა პოლიტიკოსებმა, რომლებიც ამბობენ, რომ ეს სწორი ნაბიჯებია, ეს უნდა გაკეთდეს, ეს აუცილებელია სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უსაფრთხოებისთვის, ეს მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია ხალხის გაერთიანებისთვის”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები