“საქართველოს პროვოკაციებს პროპორციული პასუხი გაეცემა, ჩვენი უსაფრთხოება რუსეთის მიერ არის გარანტირებული” – ბიბილოვი

ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის აზრით, მის მიერ ე.წ.რეფერენდუმთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შემდეგ, “საქართველომ შესაძლოა, პროვოკაციები მოაწყოს, თუმცა, “ცხინვალი მზად არის, ამას ადეკვატურად უპასუხოს”.

ამის შესახებ მან “რია ნოვოსტი”-სთან საუბარში თქვა.

შესაბამისი კითხვის საპასუხოდ მან აღნიშნა: “რასაკვირველია, არსებობს მოლოდინი”.

ბიბილოვის თქმით, „შეიძლება, იყოს პროვოკაციები, რომლებიც დაკავშირებულია რაიმე სახის ძალისმიერ ქმედებებთან, მაგრამ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უსაფრთხოება გარანტირებულია რუსეთის ფედერაციისა და იქ მყოფი ყველა ქვედანაყოფის მიერ”.

„ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერ პროვოკაციაზე არსებობს აბსოლუტურად ადეკვატური პასუხი – იქნება ეს დიპლომატიური ნაბიჯები თუ სხვა ქმედებები, რასაც, რა თქმა უნდა, მივმართავთ საქართველოს რესპუბლიკის პროვოკაციების შემთხვევაში. ამაზე დუმილი ან მინიშნებებით საუბარი საჭირო არ არის. გატარდება ადეკვატური ზომები, პროპორციული, რაც უზრუნველყოფს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უსაფრთხოებას, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოსახლეობის უსაფრთხოებას. მაგრამ, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ დღეს ჩვენ საქართველოს მხრიდან რაიმე საფრთხეებს არ ვგრძნობთ. არსებულ პროვოკაციებს კი ვაგვარებთ დიპლომატიური გზით ჟენევის დისკუსიების ფარგლებში. ჯერჯერობით, ნებისმიერ შემთხვევაში, დიალოგი მიმდინარეობს“, – თქვა ბიბილოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები