უკრაინის პროკურატურა: რუსეთმა უკრაინაში 18 ჟურნალისტი მოკლა

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მასშტაბური ომის დაწყებიდან 18 ჟურნალისტი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის სამინისტროს პრესსამსახური გენერალური პროკურატურის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

პროკურატურის ინფორმაციით, რვა ჟურნალისტი გაიტაცეს, 13 დაშავდა და სამი უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

“გარდა ამისა, დაფიქსირდა დაბომბვის, სულ მცირე, შვიდი ფაქტი, რამაც გამოიწვია სატელევიზიო ანძების, ტელე- და რადიოსადგურების დაზიანება ან განადგურება. დაფიქსირდა მედიის ბლოკირების და კიბერშეტევის 22 შემთხვევა”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები