სოზარ სუბარი – ილია დარჩიაშვილზე: ის არის გუნდის ერთგული წევრი და ადამიანი, რომელიც შეძლებს საქართველოს სახის ღირსეულად წარმოდგენას საერთაშორისო ასპარეზზე

ილია დარჩიაშვილი არის უაღრესად გამოცდილი ადამიანი, ძალიან კარგი მენეჯერი, ძალიან კარგი პოლიტიკოსი, კარგი დიპლომატი. ის იყო ელჩი პოლონეთში და მიღებული აქვს შესაბამისი ჯილდოც ბატონი დუდასგან, როგორც საუკეთესო და ძალიან წარმატებულ ელჩს. ის არის გუნდის ერთგული წევრი და ადამიანი, რომელიც შეძლებს საქართველოს სახის ღირსეულად წარმოდგენას საერთაშორისო ასპარეზზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

ამასთან, სოზარ სუბარი აშშ-ში საქართველოს ელჩად დავით ზალკალიანის დანიშვნასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მის წარმატებაში დარწმუნებულია.

“რაც შეეხება ბატონ ზალკალიანს, რომელიც არის ჩვენი თანამებრძოლი 2011 წლიდან მოყოლებული, მანამდე, ეს არის ადამიანი, წავიდა დიპლომატიური სამსახურიდან სწორედ იმიტომ, რომ იმ რეჟიმის დანაშაულების მოთმენა არ შეეძლო, იბრძოლა იმისთვის, რომ ქვეყანაში შეცვლილიყო ხელისუფლება, დამყარებულიყო დემოკრატია და ადამიანის უფლებები ყოფილიყო დაცული. ამის შემდეგ ის ჩვენი გუნდის წევრია, იყო ოთხ წელს მინისტრი და დღეს დაინიშნა ქვეყანაში, რომელიც არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, აშშ-ში და დარწმუნებული ვარ, იქაც იქნება ძალიან წარმატებული“, – განაცხადა სუბარმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები