სოზარ სუბარი – უკრაინის დაზვერვის განცხადებაზე: ძალიან შეურაცხმყოფელი, აბსოლუტურად ტყუილი განცხადებაა

“არასწორი, აბსოლუტურად ტყუილი განცხადებაა”, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, სოზარ სუბარი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს განცხადებას, რომ რუსეთი, საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის თანხმობით, საქართველოს ტერიტორიის გავლით, დასავლეთის მიერ სანქციათა სიაში შეყვანილი საქონლის, მათ შორის, სამხედრო დანიშნულების ტვირთის კონტრაბანდის არხს აყალიბებს.

სუბარის თქმით, საქართველოს მხრიდან 100%-იანი მხარდაჭერის ფონზე, მსგავსი განცხადება ძალიან შეურაცხმყოფელია.

“ძალიან შეურაცხმყოფელი და არასწორი, აბსოლუტურად ტყუილი განცხადებაა, თუმცა, სამწუხაროდ, არ მიკვირს იმიტომ, რომ როდესაც ქვეყანაში კონტრდაზვერვის დირექტორის მოადგილედ ინიშნება საქართველოში ძებნილი ადამიანი, ლორთქიფანიძეს ვგულისხმობ, რომელსაც ძალიან მძიმე დანაშაულებში აქვს წარდგენილი ბრალია, თითქოს, ეგუება, რომ ასეთ რამეს უნდა ელოდო. ძალიან შეურაცხმყოფელია მსგავსი განცხადებები ქვეყნისგან, რომელსაც საქართველოს 100%-იანი მხარდაჭერა აქვს მძიმე ბრძოლაში, რომელშიც ახლა არის და წლების განმავლობაშიც იგივე მხარდაჭერა ჰქონდა“, – განაცხადა სუბარმა “იმედის” ეთერში საუბრისას.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები