ვლადიმერ ჟირინოვსკიმ მოსკოვის ცენტრში შადრევანში იბანავა
რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა თანამოაზრეებთან ერთად მოსკოვის ცენტრში, ერთ-ერთ შადრევანში იბანავა. პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ ამით ის მოსკოვის სიცხეებს შეებრძოლა და სამაგალითო საქციელი აჩვენა თანაქალაქელებს. თან გააჟღერა ახალი ლოზუნგი: ,,დაკეტეთ მზე, ხალხი დაიღალა, ხალხს უჭირს”.