ბაქოში, ღამის კლუბ „LocationBaku“ აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 30 ადამიანი დაშავდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის შს სამინისტრო ავრცელებს.
„ადგილზე იმყოფებიან სამინისტროს თანამშრომლები. გამოძიება მიმდინარეობს. დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა ზუსტდება“, – განაცხადა აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა, ეჰსან ზაჰიდოვმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ღამის კლუბში აფეთქება სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მოხდა.
ცნობისთვის, ღამის კლუბმა ფუნქციონირება ორი კვირის წინ – 2022 წლის 18 მარტს დაიწყო.