“რა? სად? როდის?, “ბრეინ-რინგი”, “ჯეპარდი”, მუსიკალური ტურნირი და FIFA22 – სამტრედიის მუნიციპალური მემორიალი გაიხსნა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის და სამტრედიის ინტელექტ-კლუბის ორგანიზებითა და კომპანია LC WAIKIKI- ს თანასპონსორობით, დღეს გაიხსნა სამტრედიის მუნიციპალური მემორიალი ინტელექტუალურ თამაშებში: “რა? სად? როდის?, “ბრეინ-რინგი”, “ჯეპარდი”, მუსიკალური ტურნირი და FIFA22.

სამტრედიის მუნიციპალური მემორიალი ინტელექტუალურ თამაშებში ეძღვნება ტრაგიკულად დაღუპული ძმების – იოანე და თემურ ვაშაკიძეების ხსოვნას.

ტურნირის გახსნას მუნიციპალიტეტის მერი – დავით ბახტაძე, მოადგილეები: ვლადიმერ ზაქრაძე, გია მეიშვილი და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

,,მივესალმები ტურნირის თითოეულ მონაწილეს და ორგანიზატორებს. თემურ და იოანე ვაშაკიძეების ხსოვნის უკვდავსაყოფ ტურნირში წელს, გასულ წლებთან შედარებით, გაცილებით მეტი მონაწილე გუნდია წარმოდგენილი. საქართველოში ყველაზე ტიტულოვანი და საუკეთესო გუნდები. მინდა, თითოეულ მონაწილეს წარმატებები ვუსურვო. ჩვენთვის ახალგაზრდული ღონისძიებების და მათთვის საინტერესო პროგრამების განხორციელება ერთ-ერთი პრიორიტეტია”, – განაცხადა დავით ბახტაძემ.

ფინალური თამაშები ხვალ, 3 აპრილს გაიმართება.

გამარჯვებული გუნდები გამოვლინდება “სლემის” პრინციპით, რომელშიც შედის: რსრ – I დღის, რსრ – II დღის და “ბრეინ-რინგის” შედეგები.

მემორიალზე გამარჯვებული გუნდებისათვის დაწესებულია ფულადი პრიზები და სხვადასხვა სახის საჩუქრები.

ტურნირში მონაწილეობას საქართველოს მასშტაბით 37 გუნდი იღებს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები