„Яндекс“-ის გენერალური დირექტორი, ელენა ბუნინა თანამდებობას ტოვებს

„Яндекс“-მა განაცხადა, რომ კომპანიის გენერალური დირექტორი, ელენა ბუნინა თანამდებობას ტოვებს. გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად არტიომ სავინოვსკი დაინიშნა. რასთან არის დაკავშირებული აღნიშნული საკადრო ცვლილება კომპანია არ განმარტავს.

„მომდევნო ცვლილებების შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით გავავრცელებთ“, – განაცხადა კომპანიამ რუსულ სააგენტო TACC-თან.

The Bell-ის ინფორმაციით, კი ელენა ბუნინამ რუსეთი დატოვა და ახლა ისრაელში კომპანია „Яндекс“-ის ოფისში მუშაობს.

ელენა ბუნინა აღნიშნულ თანამდებობას 2017 წლიდან იკავებდა. 2020 წლის მაისში ის ტიგრან ხუდავერდიანმა ჩაანაცვლა, თუმცა თანამდებობაზე დანიშვნიდან ერთ დღეში მან კომპანია დატოვა ვინაიდან ევროკავშირის სანქციების სიაში მოხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები