პოლონეთის პრეზიდენტმა უკრაინელი ონკოპაციენტი ბავშვები საკუთარი თვითმფრინავით იტალიაში გადაიყვანა

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ, მეუღლე აგატასთან ერთად, იტალიასა და ვატიკანში ვიზიტის დროს, რომში თან წაიყვანა კიბოთი დაავადებული უკრაინელი ბავშვები, რომლებიც ადრე პოლონეთში ევაკუირებული იყვნენ.

ამის შესახებ დუდა Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

“ჩვენთან ერთად რომში ჩაფრინდნენ უკრაინელი ბავშვები, რომლებისთვისაც ახალშობილი იესოს ბავშვთა საავადმყოფო ონკოლოგიურ თერაპიას ამზადებს. ბავშვების შორის ყველაზე პატარა არის ვიქტორია, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიამდე ორი თვით ადრე დაიბადა“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.
პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხუთი კიბოთი დაავადებული ბავშვი, მათი მეურვეები და ძმები და დები, რომში ერთად თვითმფრინავით ჩავიდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები