ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქ ტავრიისკის მერი გაიტაცეს
რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქში, ქალაქ ტავრიისკის მერი, მიკოლაი რიზაკი გაიტაცეს. ინფორმაციას ქალაქის საკრებულოზე დაყრდნობით უკრაინული მედია ავრცელებს.
“ტავრიისკის მერი რუსებმა დაატყვევეს. 1 აპრილის საღამოს შემდეგ,მიკოლა რიზაკის ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს.
ვიმედოვნებთ, ყველაფერი კარგად აქვს მიკოლაი ივანოვიჩს და მერის მოვალეობის შესრულებას რაც შეიძლება მალე გააგრძელებს”, – ნათქვამია საკრებულოს განცხადებაში.
ცნობისთვის, ეს ოკუპანტების მხრიდან უკრაინელი მაღალჩინოსნის გატაცების პირველი შემთხვევა არ არის.