ოკუპირებულ ენერგოდარში, სადაც ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგური მდებარეობს, რუსმა დამპყრობლებმა უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე ხალხს ცეცხლი გაუხსნეს.
Energodar Telegram-ის არხის ცნობით, დღეს დილით ქალაქის მოსახლეობა უკრაინის მხარდასაჭერ აქციაზე შეიკრიბა.
“მათ ჰიმნი შეასრულეს და ერთმანეთს ესაუბრებოდნენ. ამას რუს-ფაშისტური დამპყრობლები უყურებდნენ”, – ნათქვამია შეტყობინებაში.
ოკუპანტებმა ადგილობრივების დაკავება დაიწყეს, შემდეგ კი სროლისა და აფეთქებების ხმა ისმოდა.
ცოტა ხნის შემდეგ, ენერგოდარში კომუნიკაციების შეფერხების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.